Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა კონფერენცია

5 ივლისს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, გაიმართება სტუდენტთა კონფერენცია.

კონფერენციაზე იმუშავებს სამი სექცია: საბაზისო, თერაპიული და ქირურგიული მეცნიერებებისათვის. 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ყველა პროგრამისა და საფეხურის სტუდენტს, ასევე ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს.

მოხსენების ფორმა - ზეპირი. 

კონფერენციის სამუშაო გეგმა - ქართული, ინგლისური. 

  • აბსტრაქტის გაფორმების წესები: ავტორის და თანაავტორების სახელები იწერება სრულად; 
  • სათაური უნდა იყოს წარმოდგენილი გარკვევით და არ უნდა მოიცავდეს 15 სიტყვაზე მეტს; 
  • უნდა მიეთითოს ნაშრომის შესრულების დაწესებულება (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი); 

დაწესებულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, სახელი და გვარი სრულად, მათი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი (სრულად). 

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს: პრობლემის აქტუალობას, მასალისა და მეთოდების მოკლე აღწერას, კვლევის შედეგებსა და დასკვნებს.

შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას მნიშვნელოვანი და საინტერესო კლინიკური შემთხვევები. 

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft PowerPoint-ის ფორმატში.

თანაავტორთა და ხელმძღვანელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, მომხსენებლთა რაოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 2-ს.

 

რეგლამენტი: სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის. 

კონფერენციაში მონაწილეთა გამორჩეულ ნაშრომებს, რომლებიც შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რეკომენდაცია მიეცემა დაიბეჭდოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ჟურნალში „Translational and Clinical Medicine – Georgian Medical Journal”.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტის მისამართზე : medconference@med.tsu.edu.ge  

 

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი

 

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის შეავსეთ თან დართული ფორმა 

კონფერენცია ჩატარების ადგილი -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სააქტო დარბაზი (ბელიაშვილის N78, მორფოლოგიის ინსტიტუტი).